"პუტინის სიტყვით გამოსვლა ჩვეულებრივი პროპაგანდა იყო" | იტალიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, "პუტინის სიტყვით გამოსვლა ჩვეულებრივი პროპაგანდა იყო". მისი თქმით, პუტინი აცხადებს, რომ ხელს უწყობს დიპლომატიას კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ის არის დამპყრობელი და ვიღაც თავს იცავს. 

"ფაქტები განსხვავდება იმისგან, რასაც პუტინი წარმოადგენს. ის აცხადებს, რომ ხელს უწყობს დიპლომატიას კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არის დამპყრობელი და ვიღაც თავს იცავს. პარადოქსი კი ისაა, რომ ამ აგრესიის მსხვერპლი არის ის, ვინც ცდილობდა, წარმოედგინა მშვიდობის გეგმა და არა ის, ვინც პასუხისმგებელია ამ ომზე. ის ამბობს, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ უკრაინა მისი ხელისუფლებისგან, რომელიც რაღაც რეჟიმის მსგავსია, მაგრამ რასაც აქ ვხედავ, არის ის, რომ ხალხი ხელისუფლებას ბრძოლას სთხოვს“, - თქვა მელონმა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა და ბუჩა და ირპინი მოინახულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი