"ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, გაჩენილია რუსული წარწერები" - ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

მე-VI საუკუნის ჯვრის მონასტერში უმძიმესი მდგომარეობაა - ამ წუთებში მონასტერთან იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. 

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მონასტრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები - რუსული წარწერები. 

"ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცით, მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილი ის მაინც არ განადგურდეს. 

ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები - რუსული წარწერები ჯვრის მონასტერში. მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება ჯალათეას, რომელიც მინისტრია და გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მონასტრის რეაბილიტაცია... ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია. ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ დაიწყონ აქ საქმიანობა, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. 

 

ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას" ,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯვრის მონასტრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, წულუკიანმა გააჩერა აღნიშნული პროექტი, რომელიც 500 000 დოლარის ინვესტირებაა და სამუშაოების დასაწყებად ყველაფერი უკვე მზად იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი