
22 თებერვალს, ხარკოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავდა 2 ადამიანი.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ თავშესაფრებში. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 4 აფეთქების ხმა გაიგეს.