
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამხედრო დახმარება უკრაინელებს ომში გამარჯვებაში დაეხმარება, რაც "გადამწყვეტი იქნება დასავლეთის უსაფრთხოებისთვის".
"თუ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, მაშინ, საფრთხე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონისთვის, შეერთებული შტატებისთვის უფრო სერიოზული იქნება", - თქვა ჯონსონმა.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, უკრაინას მეტი ტანკი და შორი მოქმედების არტილერია სჭირდება.
ამასთან, ჯონსონი ფიქრობს, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას F-16-ის თვითმფრინავები უნდა გადასცენ. როგორც მან აღნიშნა, თვითმფრინავები ერთი წლის წინ რომ გადაეცათ უკრაინისთვის, ახლა ქვეყანა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს იქნებოდა.
"თუ ეს მაინც უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან - თუ ეს არჩევანია, მაშინ, მოდით, მივცეთ მათ რაც სჭირდებათ უფრო ადრე, რადგან ეს ჰუმანურობა და თანაგრძნობაა", - აღნიშნა ჯონსონმა