
ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ხუთშაბათს, 23 თებერვალს კიევში ჩავა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას ესპანური მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანაში ესპანეთის პრემიერის მეორე ვიზიტი იქნება. პირველად ის უკრაინას გასული წლის აპრილში ეწვია.
ესპანეთის პრემიერის კიევში ვიზიტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას Leopard-ის ტიპის 6 ტანკს გადასცემს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთი 55 უკრაინელ ჯარისკაცს ლეოპარდის ტანკებზე გაწვრთნის.