
[რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა დღით საუბრისას], როცა ვოლოდიმირს დავემშვიდობე, მან მითხრა: "ანდჟეი, არ ვიცი, შევხვდებით თუ არა ერთმანეთს ისევ". ეს იყო ძალიან ძლიერი, ამაღელვებელი მომენტი. შემდგომ მან მითხრა, "თუ პუტინი ფიქრობს, რომ დაიპყრობს უკრაინას, როგორც ეს 2014 წელს ყირიმში გააკეთა, მაშინ ის ცდება. ჩვენ გვაქვს რვაწლიანი საბრძოლო გამოცდილება და ათასობით ადამიანი, რომლებიც ფრონტზე იბრძოდნენ. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე" და ასეც მოხდა, ისინი დღემდე იბრძვიან.
- თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.