რუსები ცდილობენ გაზარდონ შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკ-ლიმანის ხაზზე - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ განახლებაში წერს, რომ რუსებმა, შესაძლოა, გააძლიერონ შეტევა კუპიანსკსა და ლიმანზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსები "ცდილობენ გაზარდონ შეტევითი ოპერაციების ტემპი" აღნიშნულ ხაზზე.

განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლები აგრძელებენ შეფასებას, რომ რუსეთს არ გააჩნია საბრძოლო ძალა და რესურსები, რომლებიც საჭიროა უკრაინაში მისი ახალი შეტევითი ოპერაციების შესანარჩუნებლად.

უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, მარინკას, ავდიევკასა და უგლედარის აღებაზე. 

გარდა ამისა, უწყების უფროსმა კირილო ბუდანოვმა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ძალები აგროვებენ ჭურვებსა და საბრძოლო მასალას, რათა შეინარჩუნონ თავდასხმები ბახმუტის, ლიმანისა და უგლედარის მიმართულებებზე.

"ბუდანოვის განცხადება ემთხვევა ISW-ის შეფასებას, რომ რუსული ძალები პრიორიტეტულად ანიჭებენ ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებებს და ჯერ არ გაუწევიათ მნიშვნელოვანი ბიძგი დონეცკის დასავლეთით მდებარე რაიონებში წინსვლისთვის", - წერია განახლებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი