"პუტინის სამხედრო ხუნტა შეცდა" - კასიანოვი ომის 1 წელზე

გამოქვეყნდა:

წინააღმდეგობის ერთი წელი და ბრძოლა უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის  - დისკუსია თემაზე თბილისში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად იმართება. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, თუმცა ამ ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები, მიწვევის მიუხედავად, არ მისულან. 

"უკრაინაში მიმდინარე ომი ყველა იმ ადამიანის ომი გახდა ვინც კრემლის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგია. პუტინის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის  წინააღმდეგ, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარეობს. პუტინი ფიქრობდა რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა მისი სამხედრო ხუნტა შეცდა. ნატო და დასავლეთი ისეთი ძლიერი და ერთიანი არასოდეს ყოფილა როგორც დღეს. რუსეთი გლობალურად დაშორდა ცივილიზაციას და სრულ იზოლაციაშია. ის დაემსგავსა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. რუსეთმა ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა და ეს გრძელდება. რუსეთის პროპაგანდა მისი არმიის ძლევამოსილების შესახებ, საბოლოოდ დაინგრა. ისინი მაროდიორები არიან. რუსეთი იბრძვის დასახლებული პუნქტების, სახლების, სკოლების, თეატრებისა და საავადმყოფოების წინააღმდეგ. ისინი მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ ფოსფორის ბომბებს იყენებენ. უკრაინაში რუსმა ჯარისკაცებმა ათასობით სამხედრო და ომის დანაშაულები ჩაიდინეს. უკრაინას ყველაფერი დადასტურებული აქვს და აუცილებლად დადგება რუსი სამხედროებისა და პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს გარდაუვალია. დასავლეთი უკრაინის გარშემო გაერთიანდა. პარტნიორები შეიარაღებით გვეხმარებიან, რაც ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის ფედერაციის დამარცხებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. დიდება უკრაინას დიდება საქართველოს." განაცხადა ანდრიი კასიანოვმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 24 თებერვალს,  ზუსტად ერთი წელი სრულდება რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. ხვალვე თბილისში, უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება, რომელსაც ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო სექტორი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. 

აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათზე დაიწყება.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი