ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

23 თებერვალს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. ფოტო მასალა რუსულმა Telegam არხმა "ბაზამ" გაავრცელა. რეგიონის გუბერნატორმა, ვაიჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

"ვალუისკის ურბანულ რაიონში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ახლა ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები", - დაწერა მან.

მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი