დედამიწაზე არაა არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში იგივე სოლიდარობას გამოიჩენდა - პაპუაშვილი უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

"დედამიწაზე არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში იგივე სოლიდარობას გამოიჩენდა, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუ კი ჩვენ შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატოს ქოლგა, მოლდოვასთან ერთად, რომელსაც არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და ჩახედეთ იმ ალიანსის ქვეყნებს და თქვით რომელს აქვს გამოვლილი ომი რუსეთთან და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც, დღესაც იმყოფება რუსული არმია. ამ პირობებში, ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას პოლიტიკური თუ სხვა მხრივ, ეს არის ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენენ".

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი