ფინეთი უკრაინას სამ Leopard 2-ის ტანკს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ფინეთი უკრაინას სამ საბრძოლო ტანკს Leopard 2 გაუგზავნის. განცხადება Reuters-ის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გააკეთა.

იანვარში ფინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ფინეთი მიიღებდა მონაწილეობას საბრძოლო ტანკების ევროპულ შემოწირულობაში და დასძინა, რომ ფინეთის წვლილი არ იქნებოდა ძალიან მრავალრიცხოვანი.

ცნობილია, რომ ფინეთს, რომელსაც რუსეთთან საზღვარი აქვს 200 "ლეოპარდ 2"-ზე ოდნავ ნაკლები ტანკი აქვს.

უკრაინისთვის ფინეთის უახლესი თავდაცვითი დახმარების პაკეტის ღირებულება 160 მილიონი ევრო იქნება, სამი "ლეოპარდის" ჩათვლით და ქვეყანა უზრუნველყოფს მათ გამოყენებასთან დაკავშირებით წვრთნებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი