რუსებმა კუპიანსკში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს - ნანგრევებში მინიმუმ 2 ადამიანია მოყოლილი

გამოქვეყნდა:

რუსებმა კუპიანსკში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. ნანგრევებში, მინიმუმ, ორი ადამიანია მოყოლილი.

"ოკუპანტებმა დღეს დაარტყეს კუპიანსკის რაიონს. კიდევ ერთხელ S-300 რაკეტით. მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას. დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც შენობასთან ახლოს იმყოფებოდა", - თქვა ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა. 

S-300 რაკეტა, როგორც წესი, არის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელსაც რუსული ძალები იყენებდნენ როგორც შეტევის იარაღს. მათი სიჩქარე ართულებს მათ დაჭერას, მაგრამ ისინი არაზუსტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი