"საქართველო 2008 წელს, დონბასი და ყირიმი 2014-ში და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, ეს ერთი მოდელის ნაწილია" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და გასულ წელს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, ეს არის ერთი მოდელის ნაწილი, უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა", - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საუბრობს.

მისი თქმით, საჭიროა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები და ძალა, რომ შეაკავოს რუსული აგრესია.

"ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ეს არის ერთი მოდელის ნაწილი: საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და შემდეგ სრულმასშტაბური ინტერვენცია გასულ წელს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, ძალა, შეაკავოს აგრესია და ასევე, ვიპოვოთ მექანიზმები, რომ რუსეთი აღარ დაესხას თავს ამ ომის დასრულების შემდეგ" - ამბობს სტონტელბერგი.

სტოლტენბერგის თქმით, თუ  "პუტინი და რუსეთი ბრძოლას თუ შეწყვეტენ, ომი დასრულდება და გვექნება მშვიდობა. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა თუ შეწყვეტენ ბრძოლას, უკრაინა შეწყვეტს არსებობას როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა"  

გარდა ამისა, მისივე თქმით   უკრაინა და რუსეთი ომში თანაბარი მხარეები არ არიან, რადგან ერთი არის აგრესორი, მეორე კი მსხვერპლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი