
სისხლიანი და სასტიკი ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. უკრაინა, რომელიც ვლადიმერ პუტინის სასტიკი აგრესიის სამიზნე გახდა უმძიმესი თარიღის შესახვედრად საგანგებოდ ემზადება. ქვეყანა, დედაქალაქი და ხალხი, რომელსაც ომის პირველ დღეებში ყველა უსწრაფეს მარცხს უწინასწარმეტყველებდა, ამ დრომდე სიამაყით განაგრძობს წინააღმდეგობას და უფრო მეტიც იბრძვის გამარჯვებისთვის.
სწორედ გამარჯვებისთვის ბრძოლის დადასტურება იქნება ყველა ღონისძიება, რომელიც კიევში ხვალისთვის არის დაგეგმილი. მსოფლიო ლიდერები უკრაინის დედაქალაქში იკრიბებიან, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ უკრაინელ ხალხს საკუთარი მხარდაჭერა, რომელიც გაგრძელდება რუსეთის დამარცხებამდე.
რა ხდება ახლა კიევში, როგორია განწყობა მებრძოლი ქვეყნის დედაქალაქში და რას ელის უკრაინელი ხალხი მსოფლიოსგან - ზურა პეტროსიანი კიევიდან.