
G7-ის ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებები 39 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდეს.
ამის შესახებ G7-ის ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, განვაგრძობთ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს მოკლევადიანი დაფინანსების მიმართ. 2023 წლისთვის, უკრაინის მთავრობის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერის ვალდებულებები 39 მლრდ აშშ დოლარამდე" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი ვალდებულებები და მათი სწრაფი განაწილება უკრაინას საშუალებას აძლევს, განაგრძოს ძირითადი სერვისების მიწოდება, განახორციელოს დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთება და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია.