ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდნენ | Reuters

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე, რომლის მიღებასაც პუტინის ომის დაწყების წლისთავზე აპირებდნენ, ვერ შეთანხმდნენ. 

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა 24 თებერვალს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღეს.

შემდეგ ევროკავშირმა გააფართოვა სანქციების სია და აკრძალულა ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების სია, როგორიცაა ელექტრონიკა, სათადარიგო ნაწილები და ძრავები, მათ შორის თვითმფრინავებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი