კულტურის მინისტრი ამჯერად მთავარი ოპოზიციური პარტის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს უპირისპირდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებს მოუწიათ აღიარება, რომ მმართველი პარტიის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ ერთი ქართული ისტორიული ძეგლი განდაგურების პირას აღმოჩნდა.
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებიდან რამდენიმე საათში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურის სამინისტროს დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე სთხოვა საინჟინრო მომსახურების განხორციელების უფლება.