
ევროპული საბჭოს წევრები უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავცელებენ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი იზრუნებენ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ჩვენ ვიზრუნებთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა აღდგეს და აღსრულდეს სამართლიანობა. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ.. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის, ევროპული ინდუსტრიისგან სწრაფი, კოორდინირებული შესყიდვებით. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას, რისთვისაც მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით კოლექტიურ ზეწოლას რუსეთზე მისი აგრესიული ომის დასასრულებლად. - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ამ მიზნით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს მიიღებენ.