ზელენსკი: 24 თებერვალს გავაკეთეთ არჩევანი - არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი, 2023 ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის წლისთავთან დაკავშირებით, Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინამ გააკეთა საკუთარი არჩევანი - პირისპირ დაუდგეს ბოროტებას და დაამარცხოს ის. 

ზელენსკი წერს, რომ 2023 წელი უკრაინის გამარჯვების წელი იქნება. 

"24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი. გაქცევა კი არა, პირისპირ დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა.
ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი. წელს კი ჩვენ უძლეველი დავრჩით. ვიცით, რომ 2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!",- წერს ზელენსკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი