თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქისკენ უკვე დაიძრნენ.
მანამდე აქცია ქუთაისშიც გაიმართა. ქალაქის მთავარ მოედანზე მესამე სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში რუსული აგრესია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და მასთან ერთად ნათელ მხარეს საქართველოც უნდა გავიდეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს, 24 თებერვალს, რუსთაველზე 19:00 საათზე დაიწყება.