
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები არ აკვირვებს.
მისი თქმით, გმობენ იმ ფაქტს, რომ პრო-სახელისუფლებო "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი "აგრძელებს შოუგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე".
"სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსად უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს. თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლებო მონუმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლების პოლიტიკას", - თქვა კასიანოვმა.
მან ურჩია კობახიძეს, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს.