
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავსა და რუსულ აგრესიას "ფეისბუქზე" ეხმაურება და წერს:
"დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბების ცვენა დაიწყო, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია.
ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა მიწა დაიბრუნეს.
და რუსეთის მიერ გასულ წელს დაკავებული ტერიტორიის ნახევარზე მეტში, უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს" წერს ჯო ბაიდენი და პრეზიდენტ ზელენსკისთან, კიევში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.