რუსმა დიპლომატმა გაეროში, უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადებული წუთიერი დუმილი დაარღვია

გამოქვეყნდა:

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადებული წუთიერი დუმილი დაარღვია.

უკრაინაში შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დამსწრეებს წუთიერი დუმილით ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ითხოვა. 

კულებას მიმართვის შემდეგ, დარბაზში მყოფი  ყველა პირი ფეხზე წამოდგა, გარდა რუსეთის დელეგაციისა. გარდა ამისა, რუსეთის ელჩმა ვასილ ნებენზიამ მიკროფონში ხმაური დაიწყო და მოითხოვა, პატივი მიეგოთ 2014 წლის შემდეგ დაღუპული რუსებისთვისაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დემარშებს აწყობს. გასულ წელს ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზი ევროსაბჭოს პრეზიდენტის გამოსვლისას პროტესტის ნიშნად დატოვა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი