G20-ის შეხვედრაზე ჩინეთმა უარი თქვა ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს

გამოქვეყნდა:

დიდი ოცეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩინეთმა უარი თქვა G20-ის განცხადების ნაწილის მიღებაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის შემაჯამებელი ორი პუნქტი "შეთანხმებული იყო ყველა წევრი ქვეყნის მიერ, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა". G20-ის დოკუმენტში გაკრიტიკებული იყო რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. 

მოსკოვის თქმით, "ანტირუსულმა" დასავლურმა ქვეყნებმა G20-ის "დესტაბილიზაცია" მოახდინეს.

მოსკოვის განცხადებით, "ანტირუსულმა" დასავლურმა ქვეყნებმა G20-ის "დესტაბილიზაცია" მოახდინეს.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის განცხადებით, აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, თუმცა უილიამ ბერნსიმ აღნიშნა, რომ ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი