"სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, აქვს მაღალი წნევა, არითმია და სიცხე" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

როდის დაიწყება სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის განხილვა სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

დაცვის მხარემ სააპელაციოში საჩივარი 21 თებერვალს შეიტანა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ეკატერინე კულუაშვილია, მოსამართლეთა კოლეგიის სხვა წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა "ვივამედში" ის დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

"სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა, სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს. ხელის დადებით აღენიშნებოდა [სიცხე], ისე აღარც მიკითხავს, იმდენად ცუდად იყო, რაღა უნდა მეკითხა არ ვიცოდი", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ბოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სასამართლო სხდომა 6 თებერვალს გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი