ღირსების, თავისუფლებისა და გმირობის 365 დღე - უკრაინა მთელი ერთი წელია მსოფლიოს უახლესი ისტორიის ყველაზე დაუჯერებელ და საამაყო ფურცელს წერს. ერმა, რომელმაც კონსოლიდაციის, პატრიოტიზმისა და გმირობის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა, მორალური თვალსაზრისით უკვე გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. არ გატყდა, არ შეწყვიტა წინააღმდეგობა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილი ოპტიმიზმით მიდის საკუთარი ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციისკენ.
ამ ომმა თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი აიძულა გადაეფასებინა ღირებულებები და გადაეხედა თავისი მორალური დოგმებისთვის. რადგან არასდროს ასე მარტივი არ ყოფილა