ღირსების სადარაჯოზე | უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებული ქართველი ერი

გამოქვეყნდა:

თუ უკრაინაში ომის დაწყება პუტინს შერჩა და თუ რაიმე სახის წარმატება გაიფორმა, მაშინ ყველასათვის გასაგებია, რომ მის ნეოიმპერიულ ამბიციებში იქნება სხვა სამიზნეები. და შემდეგი ლოგიკური, და თანაც უახლოესი სამიზნე საქართველოა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების იზოლაციონიზმისა და კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკის წყალობით, სულ უფრო და უფრო იოლი საკბილო ხდება.

დღეს უკრაინაში არ წყდება მხოლოდ უკარინელების მომალის საკითხი, არამედ წყდება ჩვენი ბედიც. ამიტომაცაა, რომ უკრაინაში ახლა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იბრძვის, და ამიტომაცაა, რომ ქართველი ხალხი ასეთი სოლიდარულია უკრაინელების მიმართ. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც თავს ესხმის ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას, და ურცხვად იმეორებს პუტინის რიტორიკას. 

ომის წლისთავზე დედაქალაქის გამზირზე გამოსული ადამიანები ერთი მხრივ უკრაინელებს უცხადებდნენ მხარდაჭერას, მეორეს მხრივ კი თავისივე ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, რომელსაც თავისივე ხელისუფლებამ ასეთი დიდი ზიანი მიაყენა.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი