რუსული მედია საქართველოს ხელისუფლებას აქებს. პუტინის პროპაგანდისტული სააგენტო "რია ნოვოსტი",
საქებარ სიტყვებს არ იშურებს არც პრეზიდენტისთვის. მოსწონთ მმართველი გუნდის განცხადებები, რომ უარს იტყვიან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ევროპელები გააგრძელებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
ასევე იმ ფაქტზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იწყალებს მესამე პრეზიდენტს. მათი ყურადღების ცენტრში მოხვდა "ქართული ოცნების'' რუსული კანონიც და იმ ექსპერტების შეფასებებს იშველიებენ, რომლებსაც მოსწონთ ეს კანონი. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ გასულ წელს რუსეთი იყო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი.