
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ომის ხელშემწყობი პირებისთვის ახალ სანქციებს აანონსებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ჩვენმა სახელმწიფომ დღეს ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს შეეხება ყველას, ვინც მონაწილეობს ან ეხმარება რუსეთს ომის წარმოებასა და სიცოცხლისა და ადამიანების განადგურებაში. ხელი მოვაწერე სამ განკარგულებას ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობენ. ასევე, რუსეთის სპორტული სექტორის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სპორტი აგრესიის სამსახურში მოაქციონ და მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთში დაქირავებული სტრუქტურების შენარჩუნებას ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომისა და ყველა თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ. უკრაინის ზეწოლა გაგრძელდება. მსოფლიო ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე გაგრძელდება, - აცხადებს ზელენსკი.