რუსებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს | დაშავდა 1 პირი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაჭრილია 1 ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ბილოზერის თემის სოფელ დნიპროვსკეს საარტილერიო ჭურვები ესროლა, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. 

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 55 წლის კაცი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი