საუდის არაბეთი უკრაინას 400 მლნ-ით დაეხმარება | ისტორიული ვიზიტი კიევში

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მლნ-ით დაეხმარება - ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ომში მყოფ ქვეყანაში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი ჩავიდა. 
აღსანიშნავია, რომ ეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის შემდეგ, ისტორიაში პირველად მოხდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი წერს, რომ შეხვედრაზე ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა და საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მლნ ჰუმანიტარულ დახმარებას, 300 კი ნავთობპროდუქტებს მოხმარდება. 

საუდის არაბეთის პრინცს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობის, ასევე მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი