ვაშინგტონი, ბერლინი და ვარშავა პოლონეთში ერთობლივი წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

Deutsche Welle გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად წერს, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხის საპასუხოდ, აშშ, გერმანია და პოლონეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე. განიხილება, რომ წვრთნები პოლონეთში გაიმართოს.

მინისტრმა თქვა, რომ სამხედრო მანევრები ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, იქნება "ძალიან მკაფიო" სიგნალი ნატოს მოკავშირეებისთვის, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ აღნიშნა, რომ ახლა ერთობლივი წვრთნების შესაძლებლობა განიხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი