ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა გაერთიანებული ძალების მეთაური - გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი.

განკარგულება 26 თებერვლით თარიღდება. მოსკალევი თანამდებობაზე გასული წლის მარტში დანიშნეს. დამატებითი განმარტებები, თუ რა გახდა გათავისუფლების მიზეზი, არ გაკეთებულა.

ეს არის ბოლო თანამდებობის ცვლილება მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ჩაატარა ანტიკორუფციული მოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით და გაათავისუფლა არაერთი პირი თანამდებობიდან.

ზელენსკიმ არ მოგვაწოდა ახსნა მოსკალოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს უკანასკნელი იყო მისი ადმინისტრაციის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ხელმძღვანელობის ცვლილებების გრძელი ხაზიდან.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მოსკალოვის გათავისუფლება ბოლოდროინდელ კორუფციულ წმენდას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი