უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - სიაში არიან პრიგოჟინის შვილებიც

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, სანქციები სამ სფეროში დაწესდა. 

სანქციები შეეხოთ რუსებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში, ასევე სპორტული ინდუსტრიის ოთხ წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ვიტალი სმირნოვსა და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ შამილ ტარპისჩევს.

უკრაინამ სანქციები დაუწესა იმ 164 ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც, რომლებიც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" საქმიანობაში არიან ჩართულები. სანქციები შეეხოთ "ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის ორ ქალიშვილს. 

სანქციები შეეხო 109 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს, მათ შორის საქველმოქმედო ფონდ "გოლფსტრიმს", რუსეთის წითელ ჯვარს, ორგანიზაცია "სახლი დედებისთვის და სხვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი