პუტინთან "შეთანხმებები" მხოლოდ საძირკველს მოამზადებს შემდეგი კონფლიქტებისთვის - ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, მას არ სჯერა რომ რუსეთი ომისგან დაიღლება და მოლაპარაკებებს დაიწყებს. მისი თქმით, უკრაინაში ნამდვილი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდება.

"დავაძალოთ უკრაინელებს, რომ უღალატონ საკუთარ მოქალაქეებს არ იქნება სამართლიანი და არ მოიტანს მშვიდობას. ამგვარი "შეთანხმებები" მხოლოდ საძირკველს მოამზადებს შემდეგი კონფლიქტებისთვის. სწორედ ამიტომ ვთხოვთ უკრაინის პარტნიორებს, რომ ძალისხმევა მხოლოდ უკრაინელების სრულ გამარჯვებაზე დახარჯონ. ეს არის ერთადერთი მართებული არჩევანი", - წერს მინისტრი. 

ლანდსბერგისის თქმით, პუტინისთვის საზავო შეთანხმება მხოლოდ "ტაიმაუტი" იქნება, სანამ კვლავ დაიწყებს აგრესიულ ომს.

"ის საზავო შეთანხმებას დათანხმდება მხოლოდ როგორც ტაიმაუტს შემდეგ აგრესიამდე. ის გააგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას. პუტინმა ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, ამიტომ გაჩერება არ შეუძლია", - ვკითხულობთ ლანდსბერგისის პოსტში. 

მინისტრი წარსულში კაცობრიობის დიდი ომების გაჩერების გამოცდილებასაც იხსენებს და ამბობს, რომ ყველა დიდი ომი მოლაპარაკებებით არ გაჩერებულა. ამის მაგალითად მას მეორე მსოფლიო ომი მოჰყავს და წერს, რომ მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა პუტინი დამარცხდება.

მისივე თქმით, მცდარია მითი, რომ რუსეთ დაუმარცხებელია:

"მხოლოდ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო დიდია ვიდრე რუსეთის", - წერს მინისტრი. 

მისივე თქმით, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი