"უკრაინის შავი ზღვის ტერიტორიის მესამედს ვფლობთ, სადაც რუსული გემები განადგურების შიშით არ შედიან" | უკრაინის საზღვაო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საზღვაო ძალების სარდლის, ვიცე-ადმირალ ოლექსი ნეიჟაპას თქმით, დღეს "უკრაინის შავი ზღვის 25 ათასი კვადრატული კილომეტრი ნაცრისფერი ზონაა, სადაც რუსული გემები განადგურების შიშით არ შედიან". 

ნეიჟაპას თქმით, ეს ტერიტორია იგივეა, რაც ოდესისა და ხარკოვის ოლქების ერთად აღებული ტერიტორია.

"რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოსევის პირველ დღეებში, ოდესის მახლობლად, ზღვაში, ჩვენ რუსი დამპყრობლები შეუიარაღებელი თვალით ვნახეთ, ახლა ისინი აღარ უახლოვდებიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ნაპირებს", - ამბობს ნეიჟაპა.

მთლიანობაში, მისივე თქმით, უკრაინა შავ ზღვაში 70 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს ფლობს.  

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საზღვაო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ერთადერთი გემი გაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი