"ოკუპანტები აძლიერებენ თავდასხმების ინტენსივობას და ყოველდღიურად 1 000-მდე ადამიანს კარგავენ" | მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, რუსი ოკუპანტები აძლიერებენ თავდასხმების  ინტენსივობას და ყოველდღიურად ათასამდე ადამიანს კარგავენ. როგორც მალიარი საკუტარ ტელეგრამ არხზე წერს, რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით.

"მოკლედ და მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ: ფრონტზე მდგომარეობა რთულია. მტრის არმია აძლიერებს თავდასხმების ინტენსივობას. ურთულესი ვითარება რჩება ბახმუტის მიმართულებით", - თქვა მალიარმა.

მისი თქმით, შეტევითი ოპერაციების დროს მტერი ამოწურვისა და ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი