უკრაინულმა ჯარმა დნესტრისპირეთის საზღვართან მოიყარა თავი | გუმენიუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა ჯერმა დნესტრისპირეთის საზღვართან მოიყარა თავი, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"საზღვრის გასწვრივ კონცენტრირებულია ჩვენი ძალები, რომლებიც ადეკვატურია იმ საფრთხის მიმართ, რომელიც ჰიპოთეტურად შესაძლებელია", - თქვა გუმენიუკმა.

გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთისა და ბელარუსის მიმართულებიდან "მუქარა" საკმაოდ "ჰიპოთეტურია". კერძოდ, გუმენიუკმა გამორიცხა რუსული ჯარების დაშვება დნესტრისპირეთში, სადაც სამშვიდობო კონტიგენტია განთავსებული, რადგან "ამისთვის აუცილებელია ნატოს ქვეყნების, ან პირდაპირ უკრაინის საჰაერო სივრცის გადაკვეთა და ამას არავინ დაუშვებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი