აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაცია თავად ზელენსკიმ გაავრცელა და დაწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იყო.

"ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომის პირველივე დღეებიდან მტკიცედ გვიჭერდა მხარს არა მხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსურადაც. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. დიდი მადლობა აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების ზეწოლის გაზრდის სისტემატური ნაბიჯებისთვის. სანქციების შემდგომი გაძლიერება აუცილებელია, რათა რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობა ჩამოერთვას," - დაწერა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი