რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ ღამით უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმის ორი მცდელობა აღკვეთეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით უკრაინის თავდასხმის ორი მცდელობა აღკვეთეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "კიევის რეჟიმმა" დრონების გამოყენება სცადა კრასნოდარის ტერიტორიაზე, ასევე, ადიღეს რესპუბლიკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

"ორივე თვითმფრინავმა დაკარგა კონტროლი და გადაუხვია ფრენის გზას. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა მინდორში, მეორე უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც გადაიხარა ტრაექტორიიდან, არ დააზიანა თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი