
საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა - განაცხადა უკრაინული მედიის ეთერში საუბრისას, საგარეო საქმეთა მინიტსრმა, დმიტრო კულებამ.
„როდის წავა ის საქართველოში, ნამდვილად პოლიტიკური დროის საკითხია, რადგან ელჩის ყოფნა-არყოფნა ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია“, - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა მეგობრულია, თუმცა იმავეს თქმა შეუძლებელია მთავრობაზე.
"ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ქართველ ხალხთან უცვლელად ძმური და პოზიტიური რჩება, იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოს მთავრობაზე“, - განმარტა მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინას საქართველოში ელჩი უკვე 1 წელია არ ჰყავს. საქართველოდან ელჩის გაწვევას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი, გასული წლის მარტში მოაწერა.