ვემზადებით კვლავ აქტიურად ვიმოქმედოთ ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ურთულესი მდგომარეობაა ბახმუტში, სადაც ქალაქის დასაცავად მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი შტაბის სხდომა ჰქონდა გაფართოებულ ფორმატში და დეტალური ინფორმაცია აქვს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. 

"მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. დღესდღეობით შტაბის შეხვედრები იმართება საკმაოდ ხშირად - კვირაში ორჯერ მაინც. ბოლო შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. დღეს კი გენერალმა სირსკიმ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ მხოლოდ მისი მიმართულებით 800-მდე მტერი მოკლეს.

რუსეთი საერთოდ არ ითვლის ხალხს, აგზავნის მათ მუდმივ თავდასხმაზე ჩვენს პოზიციებზე. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ იზრდება", - თქვა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს, რომლებიც, მიუხედავად "გიჟური ზეწოლისა" იცავენ უკრაინის პოზიციებს და ანადგურებენ რუსულ არმიას. 

"ჩვენ ვამზადებთთ ჩვენი მეომრების დასაბრუნებლად ჩვენი მიწის გათავისუფლების მიზნით აქტიური მოქმედებებისთვის. ჩვენ გვახსოვს ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი მიზანი და ყოველდღე ვუახლოვდებით მის განხორციელებას: უკრაინა თავისუფალი იქნება, მთელი უკრაინა", - თქვა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი