ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელ ბავშვებს აიძულებენ რუსი სამხედროებისთვის წერილები დაწერონ - წინააღმდეგობის ცენტრი

გამოქვეყნდა:

უკრაინის "ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის" ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში საოკუპაციო ადმინისტრაცია სკოლის მოსწავლეებს აიძულებს დაწერონ წერილები რუსი სამხედროებისთვის.

"ყველა სკოლამ გაკვეთილების წინ უნდა ჩართოს რუსეთის ფედერაციის ჰიმნი და ჩაატაროს "მნიშვნელოვანი საათი", სადაც რუსი პროპაგანდისტები აკისრებენ ბავშვებს ომის კრემლის ინტერპრეტაციას. ასეთ საათებზე დასწრება სავალდებულოა.

ასევე, სტუმრად მყოფი მასწავლებლები ბავშვებს აიძულებენ დაწერონ მხარდაჭერის წერილები რუსი ჯარისკაცებისთვის. უარის შემთხვევაში ბავშვების მშობლებთან იმართება „პრევენციული საუბრები“ - წერს წინააღმდეგობის ცენტრი.

მათივე ცნობით, ყველა წერილს ადგილზე მიყვანილი მასწავლებლები ამოწმებენ, რომლებიც კარნახობენ მოსწავლეებს რა უნდა ჩაწერონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი