
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები სვატოვოსა და კრემინას მახლობლად და, სავარაუდოდ, შეზღუდულ წინსვლას მიაღწიეს კრემინას ჩრდილოეთით.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, გააძლიერებენ ჩართულობას "ცრუ დროშის" ოპერაციებში, რადგან ლუგანსკის ოლქში მიმდინარე რუსული შეტევა კულმინაციას უახლოვდება და უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობები იზრდება.
ISW შეფასებით:
"რუსული ძალების შეტევას ლუგანსკის ოლქში არ გააჩნია საკმარისი რეზერვები შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად".
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერც კრემენაიას რაიონში მიაღწიეს, სადაც ისინი წინსვლას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ცდილობდნენ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლუგანსკის რეგიონში ტაქტიკური ჩიხია.