უკრაინული მხარის ცნობით, ბრძოლების ფონზე, ბახმუტში ჯერ კიდევ რჩება 4 500 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ცნობით, ბახმუტში ჯერ კიდევ დაახლოებით 4 500 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, მათ შორის 48 ბავშვი. რუსული ძალები აგრძელებ წინსვლას ამ მიმართულებით და ქალაქისთვის ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

"ბახმუტში რჩება დაახლოებით 4500 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 48 ბავშვი, რომელთა ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან ისინი ცხოვრობენ მიუწვდომელ ადგილებში", - განუცხადა უკრაინის დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა CNN-ს.

ტეტიანა იგნაჩენკომ ხალხს მოუწოდა, საფრთხის გამო დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ თქვა, რომ მათ საკმარისი მარაგი აქვთ - "ქალაქში არის საკვები, წყალი და მედიკამენტები. ხალხს ყველაფერი წინასწარ მიეწოდებოდა".

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ქალაქი ყველამ უნდა დატოვოს, რადგან სიტუაცია უკიდურესად საშიშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი