
რუსეთში 53 წლის ოლექსი მოსკალევი დააკავეს. მას ბრალად ედება რუსული ჯარის "დისკრედიტაცია“ მისი შვილის მიერ ომის საწინააღმდეგო ნახატის დახატვის გამო.
ბავშვმა სკოლაში დახატა ქალი, რომელიც დგას უკრაინის დროშის გვერდით და იცავს ბავშვს რუსეთიდან მოფრენილი რაკეტებისგან. როგორც უკრაინული მედია წერს, ინფორმაცია„დოჟდს“ მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ოლგა პოდოლსკამ მიაწოდა.
ოლექსი მოსკალევის თქმით, მასთან მივიდნენ უშიშროების ძალები, ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ სახელდება ადვოკატი, რომელიც დაკავებულის ინტერესებს დაიცავს
დაკავებულის შვილი, მაშა, სახლში მეურვეობის სამსახურის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშაა.
რუსული მედია წერს, რომ მოსკალევმა უკვე ორჯერ მიიღო ჯარიმა სოციალურ ქსელებში თავისი პოსტებით ჯარის "დისკრედიტაციისთვის“. დაკავებულმა კი თქვა, რომ ФСБ- ის თანამშრომლებმა ის სცემეს.