
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები.
მედიის ცნობით, აფეთქებები იყო პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუგში.
ასევე, აფეთქებების ხმა ისმის დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრნობით ავრცელებს.მედიასაშუალებები წერენ, რომ აფეთქებები დაფიქსირდა
იალტაში, გურზუფში, ბახჩისარაისა და სხვა დასახლებებში.