რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ ღამით ყირიმზე უკრაინული დრონების მასირებული შეტევა აღიკვეთეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 1 მარტს, ღამით, ყირიმზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების მხრიდან მასიურ თავდასხმა აღკვეთეს. უწყების სპიკერმა  იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ 6 უკრაინული დრონი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვის სისტემამ, კიდევ 4 კი გაანეიტრალეს.

მისი განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი