
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ უკრაინული ძალები სასტიკად იბრძვიან ბახმუტისთვის ბრძოლაში. მისი თქმით, "უკრაინის არმია დამატებით რეზერვებს ყრის ბახმუტში" და ცდილობს მის შენარჩუნებას "მთელი ძალით".
"ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სასტიკად იგერიებს თავდასხმებს. სისხლისღვრა ყოველდღიურად მატულობს", - თქვა მან "ტელეგრამის" აუდიო შეტყობინებაში, რომელიც CNN-ის ეთერში გავიდა.
"ვაგნერი" ხელმძღვანელობს რუსეთის მცდელობას მთლიანად დაიპყროს ბახმუტი, მაგრამ პრიგოჟინი ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ წინსვლისთვის საჭირო საბრძოლო მასალა. მან იმედი გამოთქვა, რომ "სისტემა მალე დაიწყებს ფუნქციონირებას" და რეგულარულად მიიღებენ საბრძოლო მასალას.