რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის მიზეზი - დამოუკიდებელი ექსპერტის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნდა:

გახდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი ინსცენირებული თვითმკვლელობის მსხვერპლი - საქმის დამოუკდიელი ექპერტი, დღეს პირველად, ახალ გარემოებებზე ალაპრაკდა. მარიამ ჯიშაკრიანი ვარაუდობს, რომ დაღუპული პროგრამისტის ავტომობილში აღმოჩენილი პრეპარატები, შესაძლოა, სასიკვდილო სულაც არ იყო და თამარ ბაჩალიაშვილი, ინექციით გამოწვეული ინტოსქიკაციის მსხვერპლია.

ახლა ექსპერტიზამ უნდა დადგინოს, როგორ მოხვდა გოგონას სხეულში სავარუდო ნივთიერება, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია და მონაწილებდა თუ არა ინსცენირებულ თვითმკვლელობაში, ვინმე სხვა პირი.

თუნდაც იყოს ინექცია, აღებულია გარკვეული მასალა და ამას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აჩვენებს. თეორიულად ამის შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, გამოძიების მასალებზე და თუკი რაიმე ეჭვი არსებობს საერთოდ მკვლელობის, ეს უნდა იყოს საქმის მასალებში. იპოვეს გარკვეული პრეპარატი და შემოწმდება, ეს პრეპარატია ზუსტად თუ არა, რაც არის გარდაცვალების მიზეზი. ზედაპირული დაზიანებები მას რომ ჰქონოდა იგივე ახალი, სისხლნაჟღერები თუ ინექციის კვალი თუ რაიმე სხვა სახის ასე ვთქვათ სამედიცინო მანიპულაციის კვალი. ჩვენ ვერ ვიტყვით ამის თაობაზე ვერაფერს. იმ შემთხვევაში თუ ეს ადრე გამოჩნდებოდა, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდ ამ მიმართულებით უფრო მეტი მსჯელობა, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი